20 აპრილი 2024,   13:22
ვრცლად
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია "ენკას" მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია აპოლიტიკური ხასიათის არის. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.

აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან, მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვისება. აქციას, ასევე, შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. 

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

დღის ამბები