24 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მოქმედი 37 ბაღიდან ბავშვები 34 ბაღში მიიღეს.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, მიზეზი კორონავირუსია. მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაერთიანების ყველა თანამშრომელი დაიტესტა და  # 5, #29 და # 37 ბაღების სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უსაფრთხოების მიზნით, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.  

რაც შეეხება სხვა ბაღებს, სააღმზრდელო პროცესი წესების დაცვით განახლდა. ბავშვებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ხდება ოთახების დეზინფექცია.

ქუთაისის ბაღებში 8500 ბავშვია რეგისტრირებული, დღეს ბაღებში 2471 ბავშვი მივიდა.

დღის ამბები