ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, გასული წლის თებერვლიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 271 379 შეადგინა.
კოვიდინფექცია დაამარცხა კიდევ 163 ადამიანი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 265 686 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ს კიდევ 12 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 532 - გახდა.
ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 22 900 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16 895 , PCR ტესტით - 6 005.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 2,01%, ბოლო 14 დღის - 1,78%, ბოლო 7 დღის - 1,4 %.
ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში რჩება - 237 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 1471 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში - 149.