19 ნოემბერი 2024,   16:15
ვრცლად
ბესტაევის უკანონო პატიმრობის საკითხი მკაცრად იქნება დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე - სუს-ი

საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ პატიმარს გენადი ბესტაევს ე.წ. სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით,  საკითხი მკაცრად იქნება დაყენებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

ბესტაევი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს.

ბესტაევის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და გენადი ბესტაევი მათ ხშირად სტუმრებდა, თუმცა ამბობენ რომ ბოლოს ბესტაევი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. 

 

დღის ამბები