19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
თავდასხმა პარტიის ოფისზე - ენმ-ს წევრები გორში მომხდარ ინციდენტში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გორში მომხდარ ინციდენტში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ. შემთხვევა გუშინ გვიან მოხდა. თვითმხილველების თქმით, ენმ-ს ოფისზე ჯგუფური თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. დამტვრეულია შუშები. თავდამსხმელების ნაწილი პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

"თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისს. მათ პირდაპირ ჰქონდათ დავალება რომ ჩაემსხვრიათ შუშები და შიგნით არსებული ტექნიკა, რომელშიც ინახება მონაცემები, როგორც ამომრჩევლის ბაზა, ასევე სხვა ინფორმაცია, ის უნდა წაეღოთ,“ - ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ვასილისა ჯაბახველიძე

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას ითვალისწინებს.

დღის ამბები