26 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები დააზიანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გორში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს გუშინ დაესხნენ.

დღის ამბები