03 სექტემბერი 2026,   08:41
ვრცლად
ხანძარი გორში - პუშკინის ქუჩაზე ხის საამქროში ცეცხლი გაჩნდა

ხანძარი გორში - ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. 

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები