19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
COVAX პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია, რომ კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129000 დოზა "ასტრაზენეკა" - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ COVAX პლატფორმა ვალდებულებას კისრულობს, საქართველოს "ასტრაზენეკას" 129 000 დოზა მოაწოდოს. ინფექციონისტის განმარტებით, ამის შესახებ თავად COVAX პლატფორმაზე წერია. 

საკითხზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"რამდენადაც ვიცი პრობლემა არ შეგვექმნება და არათუ ზაფხულში, მარტში დაიწყება მოწოდება. იგივე COVAX პლატფორმაზე უკვე გამოქვეყნებულია, რომ COVAX-ი კისრულობს ვალდებულებას, მოაწოდოს საქართველოს 129 000 დოზა "ასტრაზენეკა", რაც გაცილებით მეტია, ვიდრე "ფაიზერის 29 000 დოზა. სავარაუდოდ, მისი მოწოდება უნდა დაიწყოს მარტში, შესაძლოა 15 რიცხვამდე. ასე, რომ ვაქცინაციის დაწყებამ "ფაიზერის" დაგვიანების გამო, სულ, მაქსიმუმ 2 კვირით გადაიწია, რაც სულ არ იყო დრამატიზაციის მიზეზი. უფრო საბაბი იყო, ვიდრე ეს მოხდა საქართველოს სინამდვილეში,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

 

დღის ამბები