რამდენიმე თვიანი პანდემიური პაუზის შემდეგ თელავის თეატრი 2 და 3 აპრილს მაყურებელს პრემიერას სთავაზობს.
მცირე სცენაზე წარმოდგენილი იქნება თელავის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლი "როცა ძალიან მოგენატრები" (ირაკლი სამსონაძის მიერ სპეციალურად თელავის თეატრისთვის დაწერილი პიესის "გადამდგმურებამდე"-ს მიხედვით).
სპეკტაკლის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია. პიესაში რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი პაატა გულიაშვილი და თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანტბელიძე მონაწილეობენ.
მაყურებელი დარბაზში დაიშვება ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით.