23 აპრილი 2024,   20:31
ვრცლად
355 ახალი შემთხვევა, 91 გამოჯანმრთელებული, 4 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 355 შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თებერვლიდან დღემდე 272617-ია. 

გამოჯანმრთელდა კიდევ  91 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 26634 შეადგინა.

ინფექციას ქვეყანაში კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა და COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 3567-მდე გაიზარდა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19737 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12307, PCR ტესტით - 7430

დადებითობის მაჩვენებელი კი დღიური - 1,8%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,44%-ია.

დღის ამბები