ზუგდიდში სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში, სავარაუდოდ, დანით შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები. მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.