19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
სროლა საოკუპაციო ხაზთან - პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

გუშინ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, სროლა იყო. "კურიერმა" გაარკვია, რომ ხურვალეთის მკვიდრი საკუთარ მიწას ამუშავებდა, რა დროსაც რუსი ე.წ. მესაზღვრეები გადმოვიდნენ და მისი დაკავება უკანონოდ სცადეს, შემთხვევას მოჰყვა სროლაც.

ამის შემდეგ ადგილზე ქართული პოლიცია გამოცხადდა და რუს მესაზღვრეებს ჯერ იარაღი ჩამოართვეს, შემდეგ ცხელ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობეს მომხდარის შესახებ, მათი გამოკითხვის შედეგ კი ორივე პირი გაათავისუფლეს.

"შემოვიდნენ რუსები და გამომეკიდნენ, დავაგდე ტრაქტორი და გამოვიქეცი. ორი რუსი იყო. იმ ადგილზე სხვა დროსაც ვმუშაობდი ხოლმე, ჩვენი ტერიტორიაა,"-აცხადებს ინციდენტის მონაწილე რამაზ ჩალაური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დღისით მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა.

ამავე თემაზე
დღის ამბები