19 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნა - ადგილობრივებს ეკონომიკური ზარალის ანაზღაურების იმედი არ აქვთ​

სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნა. ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონეები აცხადებენ, რომ დამსვენებლები არ არიან და ეკონომიკური ზარალის ანაზღაურება მითად რჩება.

დამსვენებლებს მოუწევთ კონკრეტული რეგულაციების დაცვა, 10-კაციან გონდოლაში შესაძლებელია მხოლოდ სამი ადამიანის განთავსება და ასევე, ყველა მათგანს მოუწევს თერმოსკრინინგის გავლა.

დღეიდან რესტორნებს სრულად ფუნქციონირება შეუძლიათ. მომხმარებლებს ისინი უკვე შიდა სივრცეებშიც მიიღებენ.

მსგავსი ტიპის დაწესებულებებს მოუწევთ რეგულაციების გათვალისწინება, კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად.

სასტუმროების მეპატრონეები კი აცხადებენ, რომ ყველა რეგულაცია ზედმიწევნით იქნება დაცული.

დღის ამბები