02 მაისი 2024,   15:06
ვრცლად
ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, კერძო ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა, სადაც მილიარდერი პოლიტიკოსის დასასვენებელი სახლი მდებარეობს.

ოლივიე დასო სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის კომპანიაც "რაფალის" სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებდა და გაზეთ "ფიგაროს" ფლობდა.

"ფორბსის" სიის თანახმად, 69 წლის დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 361 ადგილს იკავებდა.

დღის ამბები