17 ნოემბერი 2024,   09:48
ვრცლად
დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი ცუდი არ მოუტანია ვინმესთვის - გია ვოლსკი 

მე მგონია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს - ასე პასუხობს გია ვოლსკი დასმულ კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება.  

"ყველამ ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან, ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის ცუდი. დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა, იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაც არიონ სიტუაცია, ისევ დავალებული აქვთ რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაც მანქანაში და უთხრა, რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ....  დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ეს სცენარი იმისთვისაა დაწერილი, რომ ახალგაზრდების გარეთ გაყვანის პროვოცირება მოხდეს. 

"ნაცებს არ მოსწონთ ის შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნებით, ახლა ხან არასრულწლოვანი ბერას თემას შემოაგდებენ, ხან ვითომ პრემიერი როგორ უნდა მივიდეს მაგიდასთან. გეგონება გადაწყვეტილია, რომ პრემიერმა უნდა იაროს მოლაპარაკებებზე, გეგონება სხვა ამოცანები, რომელიც მის წინაშე დგას, არ არის შესასრულებელი და ნაკლებად მნიშვნელოვანია...

მე მინდა მივმართო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მივმართო, ეს ყველაფერი, ეს სიბინძურე, ეს უბადრუკი სცენარი დაწერილია იმისთვის, რომ როგორმე გარეთ გამოგიყვანონ,“ - ამბობს გია ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ოპონენტებს ულტიმატუმის გარდა ხელთ არაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. 

"ეს უბადრუკობა მიანიშნებს იმას, რომ ეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსასვლელად, გარდა ულტიმატუმისა, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეუკვეთა იქიდან, ამის მეტი პოლიტიკურ სუბიექტებს ხელთ არ არაფერი არ აქვთ,“ - ამბობს გია ვოლსკი. 

დღის ამბები