5-თვიანი ინტერვალით თბილისში განმეორებითი კოვიდი დადასტურდა. "კურიერმა" დღეს მეორე რეინფიცირებული იპოვა, რომელსაც "კოვიდ-19" ნოემბერში აქვს გადატანილი. პაციენტი ამჟამად ერთ ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
რატომ არ მუშაობს იმუნიტეტი 6 თვე მაინც, როგორც ამას ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ -
არ არის გამორიცხული, რომ რეინფიცრებულთა მატება მსოფლიოში ახალ შტამებთან იყო კავშირში, თუმცა მეცნიერებს დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლიათ.
განმეორებითი კოვიდი ოფიციალურად ხუთამდე ქვეყანაშია დადასტურებული, მათ შორის მოხვდა საქართველოც, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ აღიარა რეინფიცირების პირველი ფაქტი.