03 სექტემბერი 2026,   01:01
ვრცლად
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში - ამ თემაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ

რა საფრთხეა მოსალოდნელი შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში სამხედრო კუთხით რუსეთის მხრიდან - ამ თემის განხილვა დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იგეგმება.

კანონმდებლები თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს მოუსმენენ.

წარმოდგენილი იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილები, პირადი შემადგენლობის რაოდენობა, აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

მმართველი გუნდი დღევანდელი სხდომის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში პირველად ტარდება.

დღის ამბები