სამეგრელოში 65 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს. "კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევა აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.