08 სექტემბერი 2026,   17:53
ვრცლად
ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება - თამარ გაბუნია

ვაქცინაცია 15 მარტის კვირაში დაიწყება - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"ვაქცინაცია დაიწყება მალევე, 15 მარტის კვირაში. განაწილდება ვაქცინა დიდ რაიონულ ცენტრებში და დიდ ქალაქებში. 

სადაც 100-ზე მეტი მედპერსონალია, თავიდან იქ მოხდება გადანაწილება. მარტის ბოლომდე რა რაოდენობასაც მივიღებთ, ეს იქნება საკმარისი, რომ სრულად აიცრას სამედიცინო პერსონალი," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები