"არა ნამოხვანჰესს" - ამ მოთხოვნით ქუთაისში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩასული მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკოსები ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამიოიწურა, ამიტომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება - კომპანია "ენკამ" შეაჩეროს მუშაობა და 100 წლით გასხვისებული ტერიტორია დაუბრუნდეს სახელმწიფოს.
აქციის მონაწილეებმა დღესვე ეკონომიკის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მშენებლობა არ შეჩერდება.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ისინი არ ებრძვიან ჰესებს, არამედ ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე.
დღესვე აქციის პარალელურად ჰესის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.