23 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
მტკიცებულება, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირს დაადასტურებდა, არ არსებობს - თამარ გაბუნია

AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დადასტურდა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის არ არსებობს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, იმავეს მიუთითებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაც, რომელიც აღნიშნულ კავშირს უარყოფს.

"დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

მოგახსენებთ, რომ თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები