ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა AstraZeneca-ს ჯგუფის ვაქცინების გამოყენების შეჩერების შესახებ ცნობებს სწავლობს. ამ ეტაპზე, ჯანმო AstraZeneca-ს უსაფრთხო ვაქცინად მიიჩნევს.
იმუნიზაციის პროცესი დროებით შეაჩერეს ისეთმა ქვეყნებმა როგორებიცაა, ავსტრია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, ლატვია, იტალია, დანია,ნორვეგია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის გამოყენების შეჩერება დროებითია. შესაბამისი დასკვნის შემდეგ, სავარაუდოდ, პროცესი გაგრძელდება.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ირლანდიის იმუნიზაციის ეროვნული საბჭო მიზანშეწონილად არ თვლის AstraZeneca -ს ვაქცინის გამოყენებას, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ პრეპარატი ინექციის შემდეგ სისხლის შედედებას იწვევს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს AstraZeneca-ს რაიმე კავშირს გართულებებთან და ამ სავარაუდო ინფორმაციას არც ჯანმო ადასტურებს.