შეზღუდვები უქმდება, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების რისკი ქვეყანაში იზრდება. სწორედ ამიტომ ეპიდემიოლოგები მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბრობენ და მოსახლეობას რეკომენდაციების მაქსიმალურად შესრულებისკენ მოუწოდებენ.
ეს კი, პირველ რიგში, პირბადეების ტარებას ეხება. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ იმის ნაცვლად, პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილიყო, ის 70-დან 43 პროცენტამდე შემცირდა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. სპეციალისტები იმასაც აცხადებენ, რომ იმუნიზაციას რეალური შედეგისთვის, სულ ცოტა, 2-3 თვე სჭირდება.
"შეიძლება შემობრუნდეს ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს რეგულაციები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. ასე რომ არ მოხდეს, პირბადეები არ უნდა დაგვავიწყდეს, არ აქვს მნიშვნელობა, აიცრები თუ არა. ნუ განიხილავთ ვაქცინას პირბადის ალტერნატივად რამდენიმე თვე, ვაქცინას იკეთებთ თუ არა, პირბადეები მაინც უნდა გაიკეთოთ"- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
პროფესორი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილი აცხადებს, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვა აუცილებელია, განსაკუთრებით შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.