19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ზუგდიდში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის AstraZeneca-ს პრეპარატით უკვე აიცრა რამდენიმე სამედიცინო მუშაკი, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია და ევექსის ზუგდიდის კლინიკის დირექტორი ნიკა ჭეჟია.

ისინი მედპერსონალს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. სამეგრელოს სხვა რეგიონებში ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. სულ რეგიონში ასტრაზენეკას 3100 დოზაა გაგზავნილი.

დღის ამბები