ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის გასაკეთებლად, 3500-მდე საქართველოს მოქალაქე დარეგისტრირდა.
მინისტრმა ისიც განმარტა, რომ ექიმების გამოყოფა პირველ ჯგუფად იმას ნიშნავს, რომ ზრუნვის კომპონენტი და საერთაშორისო მიდგომაა მათ მიმართ.
"დღეს მხოლოდ პირველი დღეა და ამ მომენტისთვის 3500-მდე ჩვენი მოქალაქეა დარეგისტრირებული. ეს პროცესი გრძელდება და უკვე 500-მდე ექიმია აცრილი. რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ არის და სხვა ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები ვაქცინაციასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ არსებობს ანტივაქსერული კამპანიები, უკვე 81 მილიონამდე ადამიანია დაფიქსირებული.
ეს პროცესი რომ რთული იქნებოდა, გათვიცნობიერებული გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად, როგორც მზაობა, ასევე სანდოობა გაიზრდება. ის, რომ პირველ რიგში ექიმები იცრებიან, ზრუნვის კომპონენტი და საერთაშორისო მიდგომაა მათ მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა, სადაც ყველაზე სწორად წარიმართება ეს პროცესი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
2309