ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხის სახლს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.