03 სექტემბერი 2026,   09:20
ვრცლად
რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს - AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი მედპერსონალი კოლეგებს მეტ აქტიურობას მოუწოდებენ

უკვე მესამე დღეა საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. დღეს აცრა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით უკვე 29 სამედიცინო დაწესებულებაში. ეს მაჩვენებელი კვირის ბოლომდე 89-მდე გაიზრდება.

პროცესი მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, გარდა იმერეთისა, სადაც სამედიცინო პერსონალის აცრა ხვალიდან დაიწყება.

"პირველი გავიკეთე მე, იმიტომ რომ ვთვლი, ვაქცინაცია არის ერთადერთი სწორი გზა და ხერხი დავამარცხოთ პანდემია. მიმაჩნია, რომ სამედიცინო პერსონალი და მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ამ თემას,"- აცხადებს "მედალფას" ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანტონ ხუნდაძე.

სენაკის ამბულატორიული პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი კოლეგებს მოუწოდებს არ აჰყვნენ დეზინფორმაციას და ჩაერთონ მასობრივ იმუნიზაციაში

"დეზინფორმაცია მიდის. ჩვეულებრივადაც კვდება ადამიანი და ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა დავამარცხოთ "კოვიდ-19", დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ წესს, ყველამ უნდა გავიკეთოთ აცრა,"- აცხადებს სენაკის ამბულატორიული პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი მურმან ბოჯგუა.

ამ დროის მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 4633 მსურველი, მათგან პრეპარატი უკვე ინექციის სახით მიიღო 1447 ექიმმა. არ დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენის არცერთი შემთხვევა.  

დღის ამბები