გოგი წულაია დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება ძალადობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში წულაიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. გამოძიება ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს სწორედ ძალადობას ედავება, საქმე 126-ე მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, გოგი წულაია პოლიტიკაშია 2004 წლიდან, ის მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი და ბოლოს კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.