სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, 2021 წლის 3 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა "საქართველო - მეღვინეობის აკვანი" მოეწყობა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტონიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.
ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.