ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 307, ხოლო გარდაიცვალა 6 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 093, PCR-ით - 10 545.
საერთო ჯამში, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 279 446 ადამიანი შეადგინა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 271 585 -ია, ხოლო გარდაიცვალა 3738 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ჩატარებულიa კვლევა ტესტით - 29 341, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 964, PCR ტესტით - 10 377
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,43%, ბოლო 14 დღის - 1,6%, ბოლო 7 დღის - 1,89%