08 მაისი 2024,   01:19
ვრცლად
სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლი იწვის

ახმეტაში მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი სოფელ მატანში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულს უკიდია.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურებულია შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ადგილზე რამდენიმე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.

დღის ამბები