03 სექტემბერი 2026,   04:43
ვრცლად
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ 10 სასულიერო პირს - 6 მონაზონსა და 4 მორჩილს, ზიარება აუკრძალა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში ზიარების აკრძალვის მიზეზად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობა სახელდება.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს #3-ე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე შედის.

ბრძანების თანახმად ზიარება ეკრძალებათ: მონაზონ ბასილს (გვილავა), მონაზონ ამბროსის (სხულუხია), მონაზონ დავითს (ხელაია), მონაზონ მარკოზს (წულაია), მონაზონ მიქაელს (ჯალაღონია), მონაზონ სოსანას (ბოლქვაძე), მორჩილ მირიან კვანტალიანს, მორჩილ ზაზა ჭოხონელიძეს, მორჩილ ჯაბა ცეცხლაძეს, მორჩილ ნინო გამყრელიძეს.

ასევე #4-ე ბრძანებაში ნათქვამია მონაზონ სოსანასთვის (ბოლქვაძე) თვითნებურად მითვისებული მარტვილის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პატივის ჩამორთმევაზე.

დღის ამბები