02 მაისი 2024,   02:31
ვრცლად
რა გახდა "მედკაპიტალის" ექიმის გარდაცვალების მიზეზი - კლინიკის პირველი განმარტება

დღეს გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა "მედკაპიტალის" ექიმის გარდაიცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა "მედკაპიტალში" გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია. 

"მედკაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ექიმს  გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და, სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

"რუსთავი 2" თემაზე მუშაობს და უახლოეს პერიოდში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 

დღის ამბები