ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო Pfizer-ისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 მლნ დოზა ვაქცინას ელოდება. პარალელურად გრძელდება მოლაპარაკებები სხვა მწარმოებლებთანაც:
"ფაიზერთან" მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მლნ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ველოდებით დასტურს, როდის და რა ფორმატით მოხდება მოწოდება ან რა განრიგი იქნება მოწოდებაზე," - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში ამ ეტაპზე 29 500 დოზა "ფაიზერის" ვაქცინაა შემოსული.