19 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
კორონავირუსზე ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვისაც შესაძლებელი ხდება

საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მყოფი პირებისთვისაც შესაძლებელი ხდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგისტრაცია 5 აპრილიდან დაიწყება.

"საბჭომ მიიღო დამატებითი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის ჯგუფს ჩვენ დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ჩვენ დავაკვირდით, თუ რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგი არის აქტივობა ჩვენს მოქალაქეებში, რომლებიც არიან 65 წელს ზევით და ასევე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55-დან 65 წელს მოიცავდა," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები