03 სექტემბერი 2026,   01:43
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელური სახლში დაბრუნდა - რას ყვება ყოფილი უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძის შესახებ

ოკუპანტების მიერ 2 თებერვალს გატაცებული რამაზ ბეღელური უკვე თავისუფალია. ის ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.

როგორც ყოფილი პატიმარი ყვება, ის ზაზა გახელაძეს ფიზიკურად არ შეხვედრია, რადგან ის უკანონო სასჯელს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. ციხის პირველ სართულზე იხდიდა, ხოლო გახელაძე მესამე სართულზე იხდის.

რამაზ ბეღელური ამბობს, რომ გადმოცემით იცის, გახელაძე შექმნილი მდგომარეობის გამო ძალიან ნერვიულობს.

35 წლის რამაზ ბეღელურის გამოკითხვა ადგილზევე მოხდა. ის საცხოვრებელ მისამართზე  თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

დღის ამბები