03 სექტემბერი 2026,   03:13
ვრცლად
გურიის რეგიონის რამდენიმე საჯარო სკოლა და ბაღი დღეიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადადის

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია იმ სასწავლო დაწესებულებების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც სასწავლო პროცესი დღეიდან, 2 კვირის ვადით, დისტანციურ რეჟიმზე გადავა. 

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო მიიღეს. 

დღეიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გადავა:

ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში - საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში - საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის - საჯარო სკოლებსა და ბაღებში;

სოფელ წყალწმინდის - საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში;

ლანჩხუთის მერიისვე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ შრომაში ვირუსის უკვე 25 აქტიური შემთხვევაა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დღეს სოფელ შრომაში მოსახლეობის ტესტირებას დაიწყებს.

ცენტრისვე რეკომენდაციით, ორი კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადავა შრომაში მდებარე საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.

დღის ამბები