03 სექტემბერი 2026,   04:56
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდში - სალხინოს მამათა მონასტერში მამა გრიგოლის მისვლას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა

მორიგი დაპირისპირება ჭყონდიდში ამჯერად სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მამა გრიგოლის (დარსალიას) მისვლას მოჰყვა.

სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი სხვა სასულიერო პირებთან ერთად მონასტერში იმყოფებოდა, როცა მამა გრიგოლმა მას უთხრა, რომ დღეს წირვა სალხინოში უნდა ჩაატაროს. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის.

"მამათმავლობა არ არის ეკლესიაში? მრუშობა არ არის ეკლესიაში? ნარკომანობა არ არის? რატომ არ ღებულობთ ზომებს? გონორით მოდიხართ და გონორით, რქებდამტვრეული წახვალთ აქედან სულ ყველა. ჩემი მიზანი არის, რომ ის გავუშვა აქედან და ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ჩემს მიზანს მივაღწიო," - აცხადებს მამა დანიელი.

დღის ამბები