25 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მოსახლეობას მესამე ტალღის რისკებზე აფრთხილებს. თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების შემთხვევების მატების გათვალისწინებით, ქვეყანაში კრიტიკულ დღეებს პროგნოზირებს.

კორონავირუსის კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი საზოგადოებას მაქსიმალური პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ მესამე ტალღა ქვეყანაში ინფიცირებულების, გარდაცვლილების ზრდას, კლინიკური სექტორის გადატვირთვას, დამატებით შეზღუდვებსა და მესამე ლოკდაუნს გამოიწვევს.

"მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი ევროპის და მეზობელი ქვეყნებიდან, ახლა საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება, მათ შორის ახალი შეზღუდვები. ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების რისკები განსაკუთრებით გაზრდილია ახალი შტამის გავრცელების გამო.

დღის ამბები