03 სექტემბერი 2026,   01:42
ვრცლად
11 გარდაცვლილი, 1374 ინფიცირებული და 422 გამოჯანმრთელებული - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 290129 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ  422  პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა  278251-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3894 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 37524  კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 28078 , PCR ტესტით 9446.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური 3,66%, ბოლო 14 დღის  2,46%, ბოლო 7 დღის 2,58%.

დღის ამბები