სენაკში ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. ის ხის საცხოვრებელ სახლში მარტო ცხოვრობდა.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, სახლში მყოფი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.