03 სექტემბერი 2026,   04:42
ვრცლად
ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, შევაჩეროთ და თავიდან ავირიდოთ მესამე ტალღა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მესამე ტალღის შეჩერება შესაძლებელია და ამისთვის, საჭიროა, მოსახლეობამ მოსალოდნელი საფრთხე გაიაზროს. 

"თუ გავიაზრებთ იმ საფრთხეს, რომელსაც მესამე ტალღა უქმნის მთელ მსოფლიოს და საქართველოს, მის ეკონომიკას, მის ჯანდაცვის სექტორს, კლინიკურ სექტორს და საბოლოო ჯამში, მთლიანად მოსახლეობის კეთილდღეობას და ხელს შეუშლის ქვეყანას, რომ მოსახლეობა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შევაჩეროთ და თავიდან ავიცილოთ მესამე ტალღა.

თუ მესამე ტალღას ვერ ავიცილეთ თავიდან, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგება კლინიკური სექტორი," - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

საქართველოში ბოლო 24 საათში ინფიცირების ​1030 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი.

კოვიდი კიდევ 706-მა პაციენტმა დაამარცხა. 

დღის ამბები