24 დეკემბერი 2024,   08:49
ვრცლად
მეტროსადგური ავლაბარი დახურულია - პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა 

თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, რის გამოც პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას. 

როგორც რამდენიმე წუთის წინ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ბანკში შეჭრილია ერთი პირი.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დხმარების ბრიგადები. 

ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა ჯგუფები, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია ყვითელი ლენტებით შემოფარგლეს. 

 

დღის ამბები