იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები იკრიბებიან. ისინი ექვსი ადამიანის დაკავებას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ აჭარიდან ჩასულ ახალგაზრდებს პროვოკაცია მოუწყვეს.
როგორც დაკავებული პირების ადვოკატი აცხადებს, მათ ბრალი წარუდგინეს 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. დალი სულაქველიძის თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და მათი მხრიდან რაიმე ძალადობას გამორიცხავენ. ასევე განმარტავს, რომ გავრცელებულ კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფები საერთოდ და არ ჩანან. პოლიციასთან სამართალდამცველების და სპეცრაზმის ჯგუფებია მობილიზებული.