ხაიშში სამართალდამცავს ადგილობრივებმა სცემეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და მასში, სავარაუდოდ, ხუთი ადგილობრივი მონაწილეობდა, მათგან სამი დაკავებულია.
კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მოხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცები ერთ-ერთის შვილიშვილის დაბადებას აღნიშნავდნენ, რა დროსაც მათ პოლიციამ სახლში წასვლისკენ მოუწოდა, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ინცინდენტის მონაწილე ორ პირს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.