26 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
გორში მომხდარი მკვლელობის მოტივი - "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე წლების წინ დაიწყო

მკვლელობა გორის რაიონის სოფელ ახალდაბაში - მოკლულია შუახნის მამაკაცი. "კურიერის" ინფორმაციით, მას თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით ესროლა და ადგილზე მოკლა.

სოფელში ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი 75 წლის მამაკაცია. ის მკვლელობის ბრალდებით ერთხელ უკვე ნასამართლევია. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულის ჩამდენი პირი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ის იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. 

რაც შეეხება მოტივს და მიზეზებს, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის ყოფით ნიადაგზე წლების წინ დაიწყო. საუბარია ნაკვეთის თემაზე, სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა მიზეზიც, რასაც ნაწილობრივ ადგილობრივებიც ადასტურებენ. მათ ეჭვი აქვთ კონკრეტულ პირზე, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი და სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

"მკვლელი არის ხალხის მხოცავი, მაჭარაშვილები. 2004-ში ძმა მომიკლეს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

დღის ამბები