02 სექტემბერი 2026,   18:33
ვრცლად
ძლიერი ქარის შედეგად ქობულეთში ხე წაიქცა - დაშავდა ორი ადამიანი

ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის შედეგადაც გამწვანების სამსახურის 2 თანამშრომელი დაშავდა.

დაზარალებულები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

გამწვანების სამსახურის თანამშრომლები გეგმიურ სამუშაოების შესრულების დროს დაშავდნენ.
ადგილზეა მობილიზებული სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ქობულეთში "ემტეესის" დასახლებაში, სადაც ხე საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები