კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ პირებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ გართულებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ.
ამის შესახებ განცხადება დღეს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა:
"ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, რომელთა გამართვა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალულია," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.