ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქარმა საცხოვრებელი სახლის სახურავები და სათბურები დააზიანა.
სტიქიამ ზიანი ძირითადად სოფელი ჭიაურის და ვარდისუბნის მოსახლეობას მიაყენა.
განადგურებულია ერთწლიანი კულტურები. რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.
სტიქიის ზონაში უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებეი. მათი თქმით, შეისწავლიან შექმნილ ვითარებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება.