ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ცნობით ბოლო 24 საათში ტესტირება 257 ადამიანს ჩაუტარდა.
საავადმყოფოებში მკურნალობას გადის 120-მდე პაციენტი
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 14182-ია, გამოჯანმრთელდა 13375 და დაფიქსირდა 220 ლეტალური შემთხვევა.